საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს ინფორმაციით, საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კვარტალური გადანაწილებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოქმედ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ეხება.
განხილვის შედეგად, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.