დიმიტრი ხუნდაძე: სვეტიცხოველთან მოვაჭრეების საქმიანობას არავითარი საფრთხე ემუქრება

„წინასაარჩევნო მზრუნველობა და ჭიქაში ქარიშხალი”, – ასე შეაფასა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ სვეტიცხოველთან მოვაჭრეების მიმართ „პოლიტიკური ცრემლების” ღვრა.

ხუნდაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, “ნუ დაიღლებიან ზედმეტი ენერგიის ხარჯვით და ჯობს, საქმით დაკავდნენ”.

„მცხეთაში, სვეტიცხოველთან მოვაჭრეების საქმიანობას არავითარი საფრთხე  ემუქრება და არც შეიძლება, დაემუქროს, ამიტომ ამ საქმით შეწუხებული პოლიტიკური პარტიები ნუ დაიღლებიან ზედმეტი ენერგიის ხარჯვით და ჯობს, მართლა საქმით დაკავდნენ”, – აცხადებს ხუნდაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები