სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს (ვიდეო)
სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
როგორც “კვირას” სააგენტოდან აცნობეს, რეკომენდაციები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.
“დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ატარებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გასცემენ და კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას ეცნობიან.
რეკომენდაციები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული.
ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა ფუნქციონირება 1-ელ ივნისს განაახლეს, ხოლო დახურული ტიპის ობიექტები მუშაობას, ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ,”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.moh.gov.ge/