ამირან გამყრელიძე: ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, ამ სოფელში კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა.

მისივე თქმით, მუშევანში, ჯამურად, კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა.

„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი. ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასა და გუბერნიასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში ჩვენ 1 135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, 75-ია დადებითი, რომელიც გადაყვანილია სამკურნალოდ ცენტრებში. ამავე დროს დაახლოებით 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები. ჩვენ პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, ცხრა ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში. რვა იყო ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ერთი გახლდათ ადგილობრივი, ერთ დღეში გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი. როგორც გითხარით, მთლიანად მუშევანიდან გადაყვანილია სამკურნალოდ. კლინიკური მდგომარეობა ყველასი არის დამაკმაყოფილებელი, ზოგიერთები უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები