სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ამის შესახებ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ონლაინრეჟიმში განაცხადა.
“გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტესტი დადებითია. არანაირი სიმპტომი მქონია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ტესტის გაკეთება. ასევე, ჩემი ოჯახის ყველა წევრის ტესტია დადებითი. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა უნდა მოხდეს დაკვირვება, რადგან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოვლინდნენ.
სომხეთის პრემიერი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, “რამდენი ხანიც იქნება შესაძლებელი, ვიმუშავებ”.