ბორჯომში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ქალაქის მასშტაბით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ ლიკანში 2 მისამართზე სკვერების მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტების მიხედვით, სკვერები 3 განსხვავებულ ზონად დაიყო, სადაც ცალკე საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე ქუჩების იერსახე, ბორჯომს კი ლამაზი რეკრეაციული ზონები შეემატება.

სკვერების გაშენება უახლოეს დღეებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები