ლელა სტურუა: თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება
“თამბაქოს მოხმარებით მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო საქართველოში 11 400 ადამიანი. 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სტურუამ განაცხადა.
„წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, ბიზნესი. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრამ ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსოფლიოში, ხოლო საქართველოში 11 400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა ლელა სტურუამ.