“თქვენი 24-საათიანი შრომის დამსახურებით შევძელით სიმშვიდე და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა”- ბოლნისის მერი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
“კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშველოვანია პოლიციელის პროფესია” – ამ სიტყვებით მიულოცა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პროფესიული დღე სამართალდამცველებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სიმშვიდე და სტაბილურობა სწორედ პოლიციელთა 24-საათიანი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.
“თითოეულ სამართალდამცველს ვულოცავ პოლიციის პროფესიულ დღეს!
კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშველოვანია პოლიციელის პროფესია. თქვენი 24-საათიანი შრომის დამსახურებით, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში შევძელით სიმშვიდე და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. სწორედ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შევძელით საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და რეკომენდაციის დაცვა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს ემსახურები, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ორმაგად სასიხარულოა როცა მათგან ამ სამსახურისთვის სიყვარულსა და პატივისცემას იღებ. მთელი გულით ვამაყობთ ჩვენი კეთილსინდისიერი პოლიციით, რომელიც ადამიანების დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან და ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავსაც სწირავენ, ამიტომ მსურს გისურვოთ არასდროს გეთქვათ უარი თქვენი პროფესიული პრინციპებისადმი, მუდამ ასეთი უშიშრები და მისაბაძები ყოფილიყავით. მადლობას გიხდით, რომ ზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.