ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც მან ჩაუსვა მესამე თანრიგოსან ოპოზიციას

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაური პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმინისტრს. ჩვენ გუშინ წინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამე თანრიგოსან ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები