იაპონიაში კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებენ
იაპონიის ქალაქ კიტაკუსუში, საკარანტინე ზომების შესუსტების ფონზე, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება.
როგორც ქალაქის მერმა, კენძი კიტახასიმ განაცხადა, ვირუსის მეორე ტალღაა და სპეციალისტები დაავადების გავრცელების ახალი კვანძების გარკვევას ცდილობენ.
ბოლო პერიოდში ქალაქში ინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი და ორი კერა – სკოლა და საავადმყოფო.
უახლოეს დროში რეგიონში სოციალური და კულტურული სფეროს 119 ობიექტი დაიხურება, მათ შორის, სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები.
“თუ ერთი სიტყვით შევაფასებთ იმას, რაც ხდება, გეტყვით, რომ ქალაქში მეორე ტალღა გვაქვს”, – აღნიშნა კიტახასიმ.