ირაკლი კობახიძე: ხუთი წუთის განმავლობაში სვამდა გოცირიძე კითხვას, დავთვალეთ და 8 ტყუილი მოასწრო

“ხუთი წუთის განმავლობაში სვამდა რომან გოცირიძე კითხვას, დავთვალეთ და 8 ტყუილი მოასწრო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრის მხრიდან საკადრისი პასუხი მიიღეს

„ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან, ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად, ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან გვაქვს ჩვენ საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერმინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები