ბათუმის საკრებულომ “ამბასადორ ბათუმს” ბულვარში 341 კვ.მ. მიწა გადასცა

ხმაურისა და პროტესტის ფონზე გადასცა ბათუმის საკრებულომ ბულვარის ტერიტორიაზე 341 კვ.მ. შპს “ამბასადორ ბათუმს”.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი საზოგადოება “ბათომის” წევრები ითხოვდნენ, რომ მათი აზრი გაეთვალისწინებიათ და ბათუმელების ნების წინააღმდეგ დეპუტატები არ წასულიყვნენ. თუმცა – 11 მომხრე 5 წინააღმდეგი – საკითხი მაინც დამტკიცდა.

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდაც სურს, მერიისგან დამატებით ითხოვდა 341 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობსაც. ამ დროისთვის უცნობია, რის გაკეთებას აპირებს კომპანია ამ მიწაზე.

თანხმობის შემთხვევაში, კომპანია ამ ტერიტორას 39 წლით მიიღებს. ის მერიას ჰპირდება, რომ 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცნობისთვის, ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები