შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პირველი ივნისიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშნის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.