ბოლნისში კორონავირუსის  2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ერთ-ერთი ინფიცირებული სასწრაფოს მძღოლია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, 122 საკვლევი მასალიდან COVID-19-ის მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 122 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა, ორ პირთან კორონავირუსი დადასტურდა. ერთი პირი ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია, მეორე კი – სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა”, – განაცხადეს ბოლნისის მერიაში.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კორონავირუსის 163 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 76 გამოჯანმრთელდა და 3 პირი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები