პაატა იმნაძე: ადამიანები დაიღალნენ ამდენი შეზღუდვისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებისგან, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა.

„რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღალნენ ამდენი შეზღუდვისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა.
თბილისში იყო ასეთი შემთხვევა – სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგა პროფესიული მოვალეობის დროს დაინფიცირდა, მან თავისი ოჯახის წევრი დააინფიცირა. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებულნი, შევხედოთ, რა ხდება სამეზობლოში. ძალიან მკაფიო მაგალითია, როდესაც ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში, ერთდროულად მოიხსნა ყველა შეზღუდვა, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ კორონავირუსი არსებობდა და ახლა, ყოველდღიურად 400-ზე მეტი შემთხვევა აქვთ. შესაბამისად, სიტუაცია იქ ძალიან რთულდება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დღემდე რაც მოვიტანეთ, შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები