ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და მათ სამედიცინო აქციას სთავაზობს!
როგორც ქართულ-ჰონალდიურ ჰოსპიტალში განმარტავენ, აქციის პირობების თანახმად, 1-ელი ივნისიდან თითოეული მედიკოსისთვის (ექიმი, ექთანი, სანიტარი) ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის მომსახურება:
– ნებისმიერ ექიმთან უფასო კონსულტაცია;
– კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები) ფასდაკლებით;
– ფსიქოლოგიური კონსულტირება და დახმარება უფასოდ.
აქციის ფარგლებში, აგრეთვე, ხელმისაწვდომი იქნება მცირე ქირურგიული ჩარევები ფასდაკლებით:
– ნაღვლის ბუშტის ქვების/კალკულოზური ქოლეცისტიტი/ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია
– მუცლის კედლისა და საზარდულის თიაქრების ოპერაციული აღდგენა ბადის გამოყენებით
– ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების ოპერაციული მკურნალობა
მომსახურების მისაღებად დარეკეთ 591540500 ან ეწვიეთ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს მისამართზე: გობრონიძის 27.

​R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები