მაია ცქიტიშვილი: დახმარების ყველა პაკეტი მიმართულია სექტორისა და მოქალაქის საჭიროებაზე

“ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, არის მიზნობრივი და მიმართულია სექტორისა და მოქალაქის საჭიროებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და მთავრობამ კარგად იცის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

„ძალიან საინტერესო არის ეს კითხვა იმ ნარატივთან შედარებით, რომელიც ოპონენტების მხრიდან გუშინ პარლამენტში მოვისმინეთ, სადაც ოპონენტები გვაბრალებდნენ, რატომ არ დავურიგეთ თანხა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, არის მიზნობრივი, მიმართულია სექტორის საჭიროებაზე, მოქალაქის საჭიროებაზე. ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი ეკონომიკის წინაშე, რასაც  უნდა ამბობდნენ ისინი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები