პაატა იმნაძე: კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კანალიზაციის წყლებში შემოწმდა, სადმე ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი. მისი თქმით, ამ მეთოდს მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს.

„კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი – ფეკალურ მასებთან ერთად, სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID 19.
ასეთი კვლევები ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე – თეთრიწყაროში. ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და, საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები