ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო
ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს კომპანია „გზატკეცილი პირველი ” აწარმოებს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.
სამუშაოები ადგილზე მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.