ირაკლი კობახიძე: მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა

მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და ქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით და მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში დამაჯერებელი წარმატება მოგვიტანა. პრემიერთან ერთად მადლობა ეკუთვნის მთელ სამთავრობო გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები