კლინიკა “ბომონდის” “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” “ცხელების ცენტრში” მყოფ სამ საეჭვო პაციენტს Covid-19 არ დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტებს შორის ერთი გალის რაიონის მკვიდრი ახალგაზრდა გოგონაა. 38 კვირის ორსული კლინიკაში ენგურის ხიდიდან შეიყვანეს.
პაციენტი აცხადებდა, რომ ექიმთან ვიზიტზე ბოლოს ორსულობის 20 კვირის ვადაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღება ვერ შეძლო, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო. კლინიკაში შეყვანის შემდეგ 22 წლის გოგონამ იმშობიარა. ამ დროისათვის, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკაში ორი საეჭვო პაციენტია. ორივე მათგანმა ცენტრს სახლებიდან ე.წ. ცხელების სიმპტომებით მიმართეს. მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინში 140 ადამიანი რჩება.