სისხლის უანგარო დონაციის აქციას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ

“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სისხლი ხულოსა და შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიღო.

ორგანიზატორის თქმით, სისხლის უანგაროდ ჩაბარებაზე მსურველთა ნაკადი რეგიონში დიდი იყო.

“მინდა, ყველა დონორს მადლობა გადავუხადო. დონორობა საპატიო და ღირსეული საქმეა, როდესაც იცი შენს მიერ გაღებული სისხლით ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. აქტივობა როგორც ქედაში, ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე სისხლის მარაგს შევავსებთ“,-განაცხადა ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი – სამტრედიას დირექტორმა, ლაშა კვანტალიანმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და ქართული ოცნების მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონაციის აქციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი სამტრედია ატარებს.

მ​სგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები