გიორგი გახარია: ადგილობრივი ექსპერტების გარდა, ჩვენს პოსტკრიზისულ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორებიც მუშაობენ
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს პოსტკრიზისულ გეგმაზე, ადგილობრივი ჯგუფებისა და ექსპერტების გარდა, საერთაშორისო პარტნიორებიც მუშაობენ.
„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმებზე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, პარტნიორები. კემბრიჯში ძალზე სერიოზული პროფესორების ჯგუფი მუშაობს. ამაში ჩვენ გვეხმარებიან დონორები, საერთაშორისო პარტნიორები. „ნიუ იორკი დელოიტის“ ოფისიც მუშაობს საქართველოს კრიზისული გეგმის მომზადებაზე. ეს გეგმა როგორც კი დასრულდება, წარმოვადგენთ. ღია იქნება ყველაფერი. ყველას მივცემთ დისკუსიის შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.