ფილიპ რიკერი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც – დღეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.

ფილიპ რიკერი საქართველოში ყოფნისას საოკუპაციო ხაზთან ვიზიტსა და რუსეთის ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ქართულ სოფლებსა და ოჯახებს იხსენებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც – დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას. აშშ-ის მთავრობამ 2.7 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო ახალი საგანგებო ჯანდაცვის დახმარების ფონდის ფარგლებში საქართველოს მიერ გატარებული ზომების მხარდასაჭერად და იმ ადამიანებისა თუ ჯგუფების დასახმარებლად, ვინც დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვამაყობთ თბილისში რიჩარდ ლუგარის ცენტრთან ხანგრძლივი თანამშრომლობით, რომელმაც ეგზომ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა პანდემიასთან საქართველოს ბრძოლაში. მე სიამოვნებით ველი საქართველოსთან ჩვენი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, რაც საქართველოს მიმდინარე დემოკრატიული და საკანონმდებლო რეფორმების მხარდამჭერია და კიდევ უფრო გააფართოვებს ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირებს. გილოცავთ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!,” – აცხადებს ფილიპ რიკერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები