“გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიცაა”

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიცაა, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და რა თანხაზეა საუბარი, რომელიც უნდა სახელმწიფომ დღეს გადაიხადოს იმ სისხლიანი დანაშაულებებისთვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა”, – ამ კითხვით საქართველოს პრემიერმინისტრს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა.

გიორგი ვოლსკი ასევე დაინტერესდა, რა ღონისძიებებით შეხვდება საქართველო წინასაარჩევნოდ კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას და ამ პერიოდში ქვეყანამ რა გამოცდილება მიიღო.

„არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო პერიოდი. ასევე, როგორც ოქტომბრის პერიოდი, უნდა დაიგეგმოს, განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს სერიოზული გამოცდა პოლიტიკურ სფეროში წარმატებით გადავლახოთ. აქ იყო კიდევ შეკითხვა, თუ როგორ გავართმევთ დამკვირვებლების დიდი რაოდენობის ჩამოსვლას. მესამე შეკითხვა არის გამოცდილებასთან დაკავშირებით – რა გამოცდილებით მივდივართ, რა სისუსტეები გვიჩვენა ამ პერიოდმა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გავითვალისწინოთ და თუ გვქონდა ასეთი გამოცდილება გასული პერიოდიდან, 2005-დან ან 2008 წლებიდან, რა დაგვიტოვა იმ პერიოდის მთავრობის საქმიანობის გამოცდილებამ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრემიერმინისტრს.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები