ერდოღანი: ეპიდემიის დასასრულს ვუახლოვდებით

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ ერდოღანმა რამადანის დღესასწაულის დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვითარების ნორმალიზების პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ სწორ გზაზე ვართ. მჯერა, რომ პანდემიებს ახალი ყოველდღიური ნორმებით ნაკლები დანაკარგებით გავუმკლავდებით, როგორებიც არის ნიღბის რეჟიმი, დისტანციის დაცვა და ჰიგიენის შესრულება”, – თქვა თურქეთის ლიდერმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ თურქეთი ავიამიმოსვლის აღდგენას 70 ქვეყანასთან გეგმავს. არსებული ინფორმაციით, 10 ივნისიდან შესრულდება რეისები ბაჰრეინის, ბულგარეთის, ყატარისა და საბერძნეთის მიმართულებით.

1-ელი ივლისიდან ქვეყანა გახსნის საზღვრებს ჩინეთისთვის, მოლდოვისთვის, უზბეკეტისთვის, კანადისთვის, უკრაინისა და შვედეთისთვის; 1-ელი სექტემბრიდან აშშ-სთან აღდგება ავიამიმოსვლა.

27 მაისის მდგომარეობით, თურქეთში კორონავირუსით 158 762 პირია ინფიცირებული, 4 397 გარდაცვლილია, 121 507 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები