პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები პრემიერისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვა.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას – მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები