სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის მამაკაცი დააკავეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის მამაკაცი დააკავეს.
საქმე ეხება 22 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამაკაცმა ქალს მხარზე ხელი დაადო, სიყვარულში გამოუტყდა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბრალდებული შშმ პირია და, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც, სასამართლომ მამაკაცი მაინც პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისივე განმარტებით, საქმის მთავარი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენებაა და საქმეს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.