ესპანეთის კონგრესისა და ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ესპანეთის კონგრესისა და ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სულ მალე ორ ქვეყანას შორის წარმატებულ ურთიერთობებს ქართული ღვინით აღნიშნავენ.

“გვსურს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებულნი ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და  ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე გამოვთქვათ იმედი, რომ, რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო”, რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”, – ნათქვამია მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები