“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს”
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის დღეა, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.
ჩვენი ქვეყნის საზოგადოების სულიერმა და მორალურმა სიძლიერემ განაპირობა, რომ ქვეყანას არ მოჰკლებია თავისუფლებისთვის მებრძოლი პიროვნებები.
დღევანდელი დღეც ყოველ ჩვენგანს გვავალდებულებს, გავითავისოთ ქვეყნის, ერისა და მომავალი თაობების წინაშე არსებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინაიდან დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს.
მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.