სოფო კილაძე: ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ არ აწყობს
“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძის თქმითვე, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ აწყობს.
“ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს საერთოდ არ აწყობს, ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები ჩატარდეს იმ მოდელით, რომელსაც 8 მარტის შეთანხმებისას მათ თანხმობა მისცეს. ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც მივიღოთ და არჩევნებიც ჩავატაროთ იმგვარად, რაზეც ჩვენ პირობა გავეცით”, – განაცხადა კილაძემ.