ადვოკატი: ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობა არ ჩაუდენია.

“გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და, ძირითადად, საქმეში მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.
დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ “იმედის დღის” ეთერში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები