გორში 30 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორში 30 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილს თირკმელების ქრონიკული დაავადება ჰქონდა და მუდმივად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
„ქირით იყვნენ ამ სახლში თვითონ, ქმარი და შვილი. როგორც ვიცი, ქმარმა იპოვა გარდაცვლილი. მუდმივად აწუხებდა თირკმლები და დიალიზს იკეთებდა. ძალიან კარგი გოგონა იყო და ყველას დაგვწყდა გული“, – ამბობს ოჯახის ახლობელი “რეგიონულ კვირასთან”.

როგორც „რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები