ლაგოდეხის მერმა სამედიცინო პერსონალს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა – ჯონდო მდივნიშვილმა მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს დამცავი პირფარები, სამედიცინო ხალათები და პირბადეები გადასცა.
როგორც “რეგიონული კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს, მერმა სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალს, პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისათვის, მადლობა გადაუხადა.
“თითოეული თქვენთაგანი იმყოფებოდა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავ თქვენი პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და თავდადებისთვის”,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.