დავით ზალკალიანი: მოლაპარაკების საგანია, რომ საზღვარგარეთ დაკრძალული, კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენება შევძლოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მოლაპარაკების საგანია, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ დაკრძალული, კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გადმოასვენონ.

მინისტრის თქმით, ყველა ქვეყანას მკაცრი პროტოკოლები აქვს და გადმოსვენების პროცესზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ კუთხით, ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი აქვს. ძალიან მკაცრი პროტოკოლებია, რომლებიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაციასთან და, ბუნებრივია, ყველა ქვეყანასთან ორმხრივად ვმუშაობთ გადმოსვენების პროცესთან დაკავშირებით. ბევრი ქვეყანა არ იძლევა კოვიდით გარდაცვლილთა გადასვენების ნებართვას. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვეხმარებით ოჯახებს, რომ ადგილზე მოხდეს მათი დაკრძალვა, თუმცა, ასევე, მოლაპარაკების საგანია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც არიან გარდაცვლილები, იქნება მზაობა, ჩვენ ტრანსპორტირებას და გადმოვენებასაც უზრუნველვყოფთ”, -აღნიშნა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები