აშშ-ში კორონავირუსს თითქმის 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა – მომდევო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვება

აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 94 702 შეადგენს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ფედერალურ შენობებზე სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული.

პრეზიდენტის თქმით, განკარგულება უქმეებსა და ორშაბათს იქნება ძალაში, რა დროსაც ქვეყანა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ხსოვნის დღე (Memorial Day) მაისის ბოლო ორშაბათს აღინიშნება.

“დროშების დაშვების ბრძანებას გავცემ. ფედერალურ შენობებსა და ეროვნულ ძეგლებზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იმ ამერიკელების ხსოვნის პატივსაცემად იქნება დაშვებული დროშები, რომელთა სიცოცხლე კორონავირუსმა იმსხვერპლა. ორშაბათს კი დროშები ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად დაეშვება”, – დაწერა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.

აშშ-ში კორონავირუსის 1 577 287 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 94 702 პირი ემსხვერპლა, 298 418 კი გამოჯანმრთელებულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები