“ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს არიან ბაჩო ახალაია და გვამების მოყვარული ვანო მერაბიშვილი” – განაცხადა TV პირველის ეთერში ნიკოლოზ მეტრეველმა.
ექსპერტს იმედი აქვს, რომ , ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მავნებლურ ძალებს.
“ეს არის იაფფასიანი დემაგოგია და ამის შედეგი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაამარცხებს ამ მავნებლურ ძალებს.
ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს არის ბაჩო ახალაია და გვამების მოყვარული ვანო მერაბიშვილი შესაბამისად საზოგადოება ძალიან მარტივად გამოიტანს დასკვნას და გასაგებია ვის დაუჭერს 2020 წლის არჩევნებზე მხარს.
მეორე საკითხი, რაც არის პროვინციული პოლიტიკა რასაც ჰქვია თუნდაც ახლა, როგორ მიატოვეს თუნდაც ის ბაჩო ახალაია 2013 წელს, რამდენიმე კონგრესმენი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაწესებოდა დღეს 2020 წელია და ცხადია მსგავსი არაფერი არ მომხდარა.
იქ რამდენიმე სენატორმა მაშინაც გვამების მოყვარული ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, ამიტომ, რამდენიმე ადამიანი ამაზე საუბრობს და ფაქტი ის არის, რომ უმაღლეს ნიშნულზეა ქართულ- ამერიკული ურთიერთობები. საელჩოს დასკვნაში არცერთი გადაბრუნებული სიტყვა არ წერია და 2019 წელს განხორციელდა 100 მილიონ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია, 2018 წელსაც იყო 100 მილიონი და ზოგადად ბევრი თანხაა 2012 წლის მერე ამერიკული ინვესტიცია ჩადებული ვიდრე მანამდე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ეს არის ფაქტები მეორე მხარეს არის პროვინციული პოლიტიკოსების კლასიკური დემაგოგია და ამის შედეგი იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მავნებლურ ძალებს”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.