“საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.
“საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა, ეს არის 92 დეპუტატის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ დამატებით გვჭირდება, ბუნებრივია, ოპოზიციის ხმები. არის იმის შესაძლებლობა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების ხმების გარეშეც გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. იმედია, ეს ასე მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ბუნებრივია, ამისათვის, თუ მაინც ჩავარდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობით ეს ცვლილებები, ეს ხდება, ბუნებრივია, სრულად მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა კობახიძემ.