კახა კალაძე: პოლარიზება რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს

“პოლარიზება რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას – „ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს გოიმები უწოდა და მსგავსი განცხადებები ხომ არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზებას“.

„ზოგადად, მე მივესალმები იმას, რომ რაღაც გარკვეული მიმართულებებით შეიძლება, ბევრ რაღაცაში არ გვქონდეს თანხმობა, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ასევე ოპოზიციის მხრიდან, განსაკუთრებით ამ რთულ ვითარებაში ჩვენ ვისმენდით აბსურდულ განცხადებებს. ძირითადად მიდიოდა შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო, იცავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები