ირაკლი კობახიძე – “გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში”

“გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი საზოგადოებისგან პასუხს მიიღებენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ნომერ პირველი გოიმია.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა, მგონი, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს და ამას განმარტება არ სჭირდება. მგონი, საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა და ასევე საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი. ეს ყველაფერი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ. პოლარიზებას უწყობს ხელს ერთადერთი რამ – კრიმინალები პოლიტიკაში. ბუნებრივია, ეს ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როდესაც რჩებიან კრიმინალები პოლიტიკაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები