დიმიტრი ხუნდაძე: იმას, რომ პოლიტიკურ ეჭვებს გადავაყოლოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის უსაფრთხოება დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ
“ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანი ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ იქნება გონივრული რეკომენდაციები, მათი გათვალისწინება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესაძლებელი იქნება.
“ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანი ის, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა – მთავარ სამიზნედ რჩება. თუ შემდგომ განხილვებში იქნება გონივრული შენიშვნები და რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. მაგრამ იმას, რომ პოლიტიკურ ეჭვებს გადავაყოლოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის უსაფრთხოება დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.