ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მერი – დათო გოგუა და მისი პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი.
მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 5 კმ და 500 მ მანძილზე დაიგება. პროექტის ბიუჯეტი 1 285 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები