ივანე მაჭავარიანი: თუ კომპანია წარმოგვიდგენს დეკრეტში გასული დასაქმებულების სიას, მათაც შეეხებათ კომპენსაცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ადამიანებს, რომლებიც დეკრეტში იყვნენ და  ისინი ამის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ, მთავრობის კომპენსაცია  შეეხებათ.

„იყო სეგმენტი, ვინც იყო დეკრეტში გასული, მაგრამ ამ პერიოდში არ ერიცხებოდა ხელფასი. შესაბამისად, იმ პრინციპს, რომ პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეს მაინც ერიცხებოდეს ხელფასი, არ აკმაყოფილებდა. თუმცა, მუშაობდა, იყო გაფორმებული, მაგრამ დეკრეტში არ ერიცხებოდა ხელფასი. იმ ადამიანებსაც, თუ წარმოგვიდგენს კომპანია ამ ადამიანების სიას, იმათაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო პაკეტში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები