სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რკინა/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა სამ ლოკაციაზე განხორციელდება და შპს ,,ტრანს სამეული ჯორჯია”,  ჯამურად, 18 721 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.

“ამჟამად, საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობას დასაქმებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები