გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანლებს

„ნორმალური, პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი, გარკვეული ფორმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანლებს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტების მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნაა. მისივე თქმით, ოპოზიცია თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც “ხავსზე მოჭიდებულის” შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა  – სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები