ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურაში ​ ხის სახლსა და დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურაში ​ ხის სახლსა და დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

მომხდარ ფაქტს ხულოს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის და დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს.

“ვაშაყმაძეების ოჯახს ქირით გავიყვანთ. დროებით საცხოვრებელში ყოფნის პერიოდში, შევისწავლით ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალსა და შესაბამის დახმარებას გავუწევთ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი მეზობლებს აფარებს თავს”, – განაცხადეს ხულოს მერიაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები