საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის არჩევანის საფუძველზე ჩავარდება, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება.
კობახიძის თქმითვე, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
“მათ შეუძლიათ, დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, მერე როდესაც მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში – ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს, ივნისის ბოლოს გავა სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე და ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს სრული მხარდაჭერა ექნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ისინი არ დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს და ამის გამო ჩავარდება კანონპროექტი, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა კობახიძემ.