ზუგდიდში კორონავირუსზე შემოწმებული 91-ვე ნიმუში უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ზე აღებული 91 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა. 91-ვე ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია, მათ შორის 8 ანალიზი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კონტაქტებიდან იყო.
18 მაისის ბოლო მონაცემებით, ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერში კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, ისინი ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის,  ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია.
მისივე განმარტებით, ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროისთვის, 56 პირია მოთავსებული. რაც შეეხება თვითიზოლაციას – რეგიონში მასშტაბით, 205 პირი იმყოფება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები