თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მოადგილე, მანუჩარ რობაქიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, გოდერძი თურქაძესთან, თერჯოლაში მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილთან და დეპუტატ თემურ ქოჩიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, ასევე საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლი-გოფანმთის ეკლესია მოინახულა და შიდა საუბნო გზების პრობლემას გაეცნო.

“თერჯოლის ერთ-ერთ ძველ უბანში, გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, წლების მანძილზე იყო გადაადგილების პრობლემა. გარდა ამორტიზებული მონაკვეთებისა, გზის სივიწროვის გამო, გაძნელებული იყო მანქანების გვერდის ავლა. მიმდინარე პროექტი – ამ გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის ბეტონის საფარით მოწყობა გზის გაფართოებას და საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებს. იმ შიდა საუბნო გზებზე კი, სადაც ამ ეტაპზე ბეტონის საფარი არ არის გათვალისწინებული, რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარეობს მთის ქანისა და ინერტული მასალის შეტანა-გაშლა”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

აღნიშნული პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, გარდამავალია და საერთო ჯამში 650 000 ლარის მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები