“სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაიხსნება”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„პირდაპირ დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. დღეს, ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები